სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.
istoria
სოფელი წიწამური ისტორიული ძეგლია, საგურამოს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, წიწამური დასახლებულია ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანებიდან. VIII-IX საუკუნეებში წიწამური ზედაზენ-მუხრანის ერისთავთა, ძაგანისძეთა სამფლობელოში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ წიწამური სამეფო სახლის ხელდებული ტერიტორიაა XV საუკუნის ბოლომდე. XVI-XVIII საუკუნეებში წიწამური კახეთის სამეფოში შედიოდა. გურამიშვილთა სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელი გურამიშვილთა კუთვნილებაში გადავიდა. გვიანდელი შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიის დაყოფის საფუძველზე წიწამური გარე კახეთის, მესამე სადროშოში შედიოდა, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი სარდლობდა.
1615 წელს სპარსელთა 15-ათასიანი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა, რათა საბოლოოდ გაენადგურებინა თეიმურაზ მეფე. მტერი მდინარე არაგვის ქვემო წელზე სოფელ წიწამურის მახლობლად დაბანაკდა. თეიმურაზ მეფე 5-6 ათასი მებრძოლით მოულოდნელად დაესხა თავს მომხვდურთ. დაბნეული და შეშინებული მტერი გაიქცა. ქართველები დაედევნენ გაქცეულთ და მთლიანად ამოხოცეს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 124 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
144 |
79 |
65 |
2014 |
124 |
75 |
49 |
|